პლანეტების შესახებ

                              პლანეტების შესახებ



პლანეტური ზომის ობიექტები შედარებისთვის:
ზედა მწკრივი: ურანი და ნეპტუნი; მეორე მწკრივი: დედამიწათეთრი ჯუჯა სირიუს Bვენერა; ქვედა მწკრივი (გადიდებული ქვედა სურათში): მარსი და მერკური; მის ქვემოთ: მთვარე, ჯუჯა პლანეტები პლუტონი და ჰაუმეა.
პლანეტა (უძველესი ბერძნულიდან: ἀστὴρ πλανήτης (astēr planētēs), რომელიც „მოხეტიალე ვარსკვლავს“ ნიშნავს; ქართული სახელწოდებაა ცთომილი) — ციური სხეული, რომელიც ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის ირგვლივ ბრუნავს და რომელიც/რომელმაც:





ტერმინი პლანეტა უძველესია, რომელიც ისტორიასმეცნიერებასმითოლოგიასა და რელიგიას უკავშირდება. თავდაპირველად პლანეტებს მრავალი ადრეული კულტურა ხედავდა, როგორც ღვთისმეტყველს ან ღვთაებების ემისარიებს. სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესებასთან ერთად ადამიანის მიერ პლანეტების აღქმა შეიცვალა და გარკვეული რაოდეონობის განსხვავებულ ობიექტებს შეუერთეს. 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად მიიღო რეზოლუცია მზის სისტემაში არსებული პლანეტების განმარტებაზე.



რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?

სწორი პასუხი რვა, 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გენერალურმა ასამბლეამ საბოლოოდ შეათანხმა „პლანეტის“ დეფინიცია. პლანეტები უნდა აკმაყოფილებდნენ სამ კრიტერიუმს: ბრუნავდნენ მზის ირგვლივ, ჰქონდეთ სფერული ფორმისთვის საჭირო საკმარისი მასა და „ასუფთავებდნენ სამეზობლოს“ თავისი ორბიტის გარშემო. პლუტონი მხოლოდ პირველ ორ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ამიტომ „ჯუჯა პლანეტის“ სტატუსამდე ჩამოაქვეითეს.
ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება (ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ არც დედამიწას, იუპიტერსა და ნეპტუნს გაუსუფთავებია თავიანთი ორბიტები), თუმცა ნამდვილად წყვეტს პლუტონის ანომალიური მდებარეობის საკითხს.
1930 წელს პლანეტის აღმომჩენებიც კი არ იყვნენ ბოლომდე დარწმუნებული მის სტატუსში და განიხილავდნენ როგორც ტრანს-ნეპტუნისეულ ობიექტს მზის სისტემის განაპირას, ნეპტუნის მიღმა.
პლუტონი ბევრად პატარაა ყველა სხვა პლანეტასთან შედარებით. მისი მასა მთვარის მასის მხოლოდ მეხუთედია, ზომით კი სხვა პლანეტების შვიდ თანამგზავრზე პატარა. იგი ოდნავ დიდი ზომისაა მისივე მთავარ თანამგზავრ ქარონთან შედარებით (პლუტონის კიდევ ორი, უფრო მომცრო თანამგზავრები - ნიქსი და ჰიდრა - 2005 წელს აღმოაჩინეს). მისი ორბიტა უცნაურია და სხვადასხვა დონეზეა სხვა პლანეტებთან მიმართებით, ხოლო შემადგენლობით სრულიად განსხვავებულია.

მოკლედ მზის სისტემის შესახებ


პლანეტებიანი სისტემა, ცენტრალური ვარსკვლავით – მზე, ასევე ყველა დანარჩენი ბუნებრივი კოსმოსური ობიექტები, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავს.  მზესთან გრავიტაციულად დაკავშიებული(ჰიპოთეზა გაზურ-მტვროვანი დისკოს შესახებ) მასების დიდი ნაწილი რვა პლანეტაშია გადანაწილებული, რომელთაც თითქმის წრიული ორბიტები გააჩნიათ და ბრტყელი დისკოს, ეკლიპტიკის(პლანეტის ან სხვა ობიექტის მზესთან შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) სიბრტყეში მოძრაობენ. ე.წ. შიდა ოთხი პატარა პლანეტა, მათ დედამიწის ჯგუფის პლანეტებსაც უწოდებენ, მერკურივენერადედამიწამარსი ძირითადად სილიკატებისა და მეტალებისგან შედგება. გარე ოთხი პლანეტა: იუპიტერისატურნიურანი და ნეპტუნიმათ გაზის გიგანტებს უწოდებენ, ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან არიან შემდგარი, გაცილებით მასიურები, ვიდრე დედამიწის ჯგუფის პლანეტები. იუპიტერი ყველა სხვა ერთად აღებულ პლანეტებზე მასიურია.


მზის სისტემაში არის მცირე ზომის ობიექტებით შევსებული ორი რეგიონი. ასტეროიდული სარტყელი, მდებარეობს მარსსა და იუპიტერს შორის, აქ მდებარე სხეულების შემადგენლობა დედამიწის ჯგუფის პლანეტების მსგავსია. ამ სარტყელის ყველაზე დიდი ობიექტებია ცერერა, პალადა და ვესტანეპტუნს იქეთ ტრანსნეპტუნური ობიექტებია, შემდგარი წყლის, ამიაკისა და მეთანისაგან, მათ შორის ყველაზე დიდებია პლუტონისედნაჰაუმეა, მაკემაკე და ერისი. ათასობით მცირე ზომის ობექტებს ემატება ასევე მცირე ზომების სხეულები, როგორებიც არის ასტეროიდები, პლანეტათა კვაზითანამგზავრები და ტროელები,დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდები, კენტავრები, დამოკლიდები, ასევე მზის სისტემაში მოძრავი კომეტები, მეტეოროიდები და კოსმოსური მტვერი.























No comments:

Post a Comment